„გუნდის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წევრი“, - ასე წარუდგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მარტვილის მოსახლეობას, მარტვილისა და აბაშის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოთარ დანელია.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის შეფასებით, შემთხვევითი არ არის, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი მარტვილის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა, რადგან, ბოლო წლების განმავლობაში, მისი ხელმძღვანელობით უამრავი პროგრამა განხორციელდა - მცირემიწიანი ფერმერების დახმარება, გრძელვადიანი საშეღავათო კრედიტები, პროექტი „დანერგე მომავალი“ და ა.შ.
"ამ ყველაფერს შედეგები უკვე მოაქვს, მაგრამ უფრო მეტი შედეგი მომავალში იქნება. ოთარი არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წევრი. სხვათა შორის, ძალიან ძნელად გავიმეტე იგი - ჩვენი კოლეგა, ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი ოთარ დანელია“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას, განათლების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმირებაზე ისაუბრა.
„ჩვენ მასწავლებლის პრესტიჟი უნდა ავამაღლოთ. არ შეიძლება, ყველა ახალმა მოსულმა ხელისუფლებამ მასწავლებლების კორპუსს გადაუაროს“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი კვირიკაშვილმა, დასახული მიზნების მიღწევის პროცესში, გუნდის ერთიანობაზე გაამახვილა ყურადღება.
„თქვენ ხედავთ ჩვენი გუნდის ძველ თანამოაზრეებს, ახალ წევრებს. ყოველდღე გვიერთდებიან ახალი ადამიანები, მათ შორის, სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფებებიდან. ისინი გრძნობენ, რომ საქართველოში დღეს სამთავრობო, სახელისუფლებო გუნდი ყველაზე მეტად გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს“,-აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.