„პრემიერის გუნდში, ზურგს უკან, გარკვეული ძალები პოლიტიკური თუ მერკანტილური დაინტერესებიდან გამომდინარე გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ“, - განაცხადა პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ.
პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.
”მანანა კობახიძის განცხადებაზე ძალიან გამიჭირდება, რაიმე სერიოზული კომენტარი გავაკეთო. რაც შეეხება დანარჩენ კომენტარებს თქვენ იცით, პრეზიდენტმა საქმის კურსში ჩააყენა თანამდებობის პირები მათ შორის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დაადასტურა მისი ოჯახის წევრის ინციდენტი არა იმიტომ, რომ პრემიერისგან ან ვინმესგან დახმარებას ითხოვდა ამ კონკრეტულ საქმეზე არამედ იმისთვის, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პრემიერის გუნდში ზურგს უკან გარკვეული ძალები პოლიტიკური თუ მერკანტილური დაინტერესებიდან გამომდინარე გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგვლაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ, მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო.
მანანა კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღევანდელ ბრიფინგზე შესაძლოა, ზედმეტი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა
„დაიწყო პაპუაშვილით, გააგრძელა კორცხელით, დაამთავრა თავისი ნათესავით. მე გამიჩნდა განცდა, რომ ცოტა მეტი დოზა ჰქონდა ალკოჰოლის მიღებული. მე ასეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა, უბრალოდ არ ვთქვი ეს ეკრანზე. პირველი რაც ვიფიქრე ზოგადად უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები, ძალიან უყვარს ვისკი, მარტინი და ვფიქრობ, რომ ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული. ეს ღიმილი - თუ ზეწოლებია, არაფორმალური კავშირებია და ქვეყანა იქცევა, შენ რა გაცინებს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ. ამიტომ როცა პრეზიდენტი ბრიფინგს მართავს რაღაც ღირებული უნდა თქვას, მე დღეს პრეზიდენტმა დამაბნია“,-განაცხადა მანანა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.