19 ადამიანია მოკლული, სხვა 26 კი დაჭრილი, მათ შორის 20 სერიოზულად, იაპონიაში გონებრივად შრომისუუნაროთა მზრუნველობის ცენტრში, დანით მომხდარი თავდასხმისას. ამის შესახებ BBC იუწყება.
თავდასხმა ტოკიოს სამხრეთ-დასავლეთიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, საგამიჰარაში, სამშაბათს ადრე საათებში მოხდა.
ადგილობრივმა პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. იგი 26 წლის მამაკაცია, სატოში უემატსუ, რომელიც იაპონური მედიის ინფორმაციით, ამ ცენტრის ყოფილი თანამშრომელია.
გავრცელებული ცნობით, მან პოლიციას უთხრა, რომ მას უნდოდა შრომისუუნარო ადამიანები გაუჩინარებულიყვნენ. „როიტერსი“ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია და გამოძიება მიმდინარეობს.
თავდამსხმელი დაწესებულებაში ადგილობრივი დროით დაახლოებით 02:30 საათზე შევიდა და იქ მყოფებზე დანის ჩარტყმა დაიწყო. ცენტრში, რომელშიც 149 მუდმივად მცხოვრები ადამიანი ბინადრობდა, იმ დროისთვის 8 თანამშრომელი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.
„როიტერსის“ ცნობით, ცენტრი ღამით ჩვეულებისამებრ დაკეტილია, მაგრამ თავდამსხმელმა ფანჯარა გატეხა და ასე შევიდა შენობაში.
როგორც BBC წერს, იაპონიაში, სადაც იარაღზე კონტროლი უკიდურესად არის გამკაცრებული, მასობრივი მკვლელობები იშვიათია.
2008 წელს მამაკაცმა ტოკიოს გადატვირთულ სავაჭრო რაიონში სატვირთო ავტომანქანა შეიყვანა და განურჩევლად უქნევდა დანას ადამიანებს. ამ დროს 7 ადამიანი დაიღუპა.
2001 წელს ფსიქიკური ავადმყოფობის ისტორიის მქონე მამაკაცმა ოსაკას დაწყებით სკოლაში დანით 8 ბავშვი მოკლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.