არჩილ გეგეშიძე: ჩემი განცხადებისადმი გაზვიადებული ინტერესი და ისტერიკამდე მისული რეზონანსი იყო არაადეკვატური
26-07-2016, 01:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე ამბობს, რომ იგი რჩება თანამდებობაზე და თვლის, რომ მისი განცხადებებისადმი ისტერიკამდე მისული რეზონანსი არაადეკვატური იყო.

 

 

"როგორც იცით, ვრჩები თანამდებობაზე. ის ინტერპრეტაციები, რაც მიეცა ზოგადად მედიაში, საზოგადოებაში ამ ამბავთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას, ჩემთვის იყო უცნაური და მიუღებელი. ამის თაობაზე ახსნა-განმარტებები გავაკეთე სამინისტროში. ყველა არგუმენტი წარვუდგინე, მათ ეს განიხილეს და ჩათვალეს მიზანშეწონილად, რომ ეს საკითხი ამოწურულია და მეც, ჩვეულებრივ ვაგრძელებ მუშაობას",- განაცხადა გეგეშიძემ.

 


რაც შეეხება იმას, თუ რას გულისხმობს ინტერპრეტაციებში, გეგეშიძის თქმით, "ზოგადად, საკითხის მიმართ გაზვიადებული ინტერესი და ისტერიკამდე მისული რეზონანსი იყო გადაჭარბებული და არაადეკვატური".

 

 

"ზოგადად აჟიოტაჟი, რაც შეიქმნა ამ საკითხთან დაკავშირებით, წესით არ უნდა შექმნილიყო და არ უნდა მისცემოდა ასეთი რეზონანსი. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი",- დასძინა გეგეშიძემ.

 


მან დღეს უპასუხოდ დატოვა კითხვა იმის შესახებ, მიიჩნევს თუ არა, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალები არიან.

 

 

როგორც ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა, გეგეშიძესთან დაკავშირებით თემატურად ყველა საკითხი ამოწურულია.

 


„არჩილ გეგეშიძე თანამდებობაზე რჩება. მან გააკეთა განმარტებები. ჩვენ ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ელჩს მეტი წინდახედულება მართებს, როცა ასეთი ტიპის კომუნიკაცია ხდება, თუმცა თემატურად ყველა საკითხი ამოწურულია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი