თინა ხიდაშელი: რა განსაკუთრებული დამსახურებისთვის ხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმება ადამიანებთან, ვინც ძალიან მაღალ საფრთხეს წარმოადგენენ საზოგადოებისთვის
26-07-2016, 02:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის შეფასებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დაკავებულ პირებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება მიუღებელია. თინა ხიდაშელი კითხულობს თუ რა განსაკუთრებული დამსახურებისთვის ხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმება ადამიანებთან, ვინც ძალიან მაღალ საფრთხეს წარმოადგენენ საზოგადოებისთვის. 

 

 

“პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას მოთმინებით ველოდები, ერთის მხრივ იმ მუქარებზე, რომელსაც ჩვენ თვეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ვისმენდით, ხან ვიდეო გრაფიკის სახით და ხან სხვა ფორმით, ხოლო მეორეს მხრივ, იმ ვიდეომასალაზე, რომელიც გავრცელდა. ჩემი აზრით, ყველაფერი არის შედეგი იმისა, რომ პროცესი დასრულებული არ არის. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პროცესის დასრულებას მოუთმენლად ველოდები, თუმცა წარმოუდგენლად მეჩვენება, ვიდრე პროცესი დასრულებული არ არის, ბოლო წერტილი დასმული არ არის, სანამ ყველა დაკავებული არ არის და უზრუნველყოფილი არ არის ის, რომ ქვეყანაში ვიდეოფირების ტერორიზმი დამთავრდეს, ამ ადამიანთან რაიმე ტიპის საპროცესო გარიგებებზე საუბარი, თუკი მათ რაიმე ისეთი ღირებული ინფორმაცია არ მიაწოდეს პროკურატურას, რაც ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამს. თუ ეს ასეა, საკითხისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს იმას, ვიცოდეთ, რა განსაკუთრებული დამსახურებისთვის ხდება, თუ ასეთი რამ ხდება, საპროცესო შეთანხმების გაფორმება ადამიანებთან, ვისზეც გუშინ ითქვა, რომ ძალიან მაღალ საფრთხეს წარმოადგენენ საზოგადოებისთვის და დღეს არ ვიცით, ეს საფრთხე როგორ არის ნეიტრალიზებული“, - განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი