თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ამბასადორიალი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ განსაკუთრებით ნატოსა და ევროკავშირის ტიპის ორგანიზაციებთან განსახორციელებელი ღონისძიებები ერთობლივად დაიგეგმოს.
ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა, ისევე როგორც უწყებებმა ადგილზე, ხვალიდან დავიწყოთ მზადება მომავალი წლის ბრიუსელის სამიტისათვის.
„ამბასადორიალის ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა წელს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ვისაუბროთ როგორც განვლილი წლის შედეგებზე, ხარვეზებზე, რომელიც მარტივად გამოსწორებადია, ასევე რაც ყველაზე უფრო მთავარი და მნიშვნელოვანია, დავგეგმოთ შემდეგი წელი. ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ, ვარშავის სამიტის ფონზე და მეორე მხრივ, ვიზალიბერალიზაციის გზაზე ჯერ კიდევ გადასადგმელი ნაბიჯების გათვალისწინებით, ამ სამი დღის განმავლობაში სასაუბრო ძალიან ბევრი გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა, ისევე როგორც უწყებებმა ადგილზე, უკვე ხვალიდან დავიწყოთ მზადება ბრიუსელის მომავალი წლის სამიტისათვის. დრო ძალიან სწრაფად გადის და ასეთი ამბასადორიალი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ერთობლივად დაგეგმო, განსაკუთრებით ნატოს და ევროკავშირის ტიპის ორგანიზაციებთან განსახორციელებელი ღონისძიებები, ვინაიდან ეს პროცესი მხოლოდ ბიუსელში არ იმართება, უზარმაზარია ორმხრივი ფორმატების როლი და როცა ყველა ელჩი ადგილზეა, გაცილებით ადვილია შედეგზე ორიენტირებული დაგეგმვა“, - განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.