საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის, ალექსანდრა ჰოლ ჰოლის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობაზე არ აისახება.
ამის შესახებ მან ამბასადორიალი 2016-ის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, ჩვენი ერთგულება საქართველოსთან მეგობრობის მიმართ კვლავ ძალიან მტკიცე დარჩება“, -განაცხადა ელჩმა.
ელჩის თქმით, ის ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მოსაზრებას, რომ დღეს მსოფლიო უამრავი გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა, მისი შეფასებით, აღნიშნული გამოწვევები საქართველოს მეტ შესაძლებლობას აძლევს.
„ყველა ეს გამოწვევა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ის არის სტაბილური და მდგრადი“, - განაცხადა ელჩმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.