პოლიციის განცხადებით, ორი თვითმკვლელის თავდასხმა განხორციელდა სომალის დედაქალაქ მოგადიშუში სამშაბათს, აეროპორტის მთავარი შესასვლელის სიახლოვეს, აფრიკის კავშირის მთავარი სამშვიდობო ძალების ბაზის გარეთ.
"როიტერსის" ცნობით, პირველად მოქმედებაში იქნა მოყვანილი ავტომაქანაში დამონტაჟებული ბომბი, ხოლო მეორე თვითმკვლელი შეეცადა ბაზაზე ფეხით შეჭრილიყო, მაგრამ ადგილზევე იქნა მოკლული ცეცხლსასროლი იარაღით, რა დროსაც იგი ბაზის შესასვლელ ჭიშკართან აფეთქდა.
"აფრიკის კავშირის ძალებმა მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ბევრი სომალელი იყო ჭიშკრის გარეთ, და ჭიშკართან აფრიკის კავშირის ძალები იდგნენ – ჩვენ ჯერ არ გვაქვს მსხვერპლის შესახებ სრული ინფორმაცია", – განუცხადა პოლიციის ოფიცერმა, მაიორმა ნურ ოსმანმა "როიტერსს".
BBC–ის ცნობით კი სულ მცირე 7 ადამიანია დაღუპული და ისინი სავარაუდოდ, შემოწმების პუნქტთან მყოფი უსაფრთხოების სამსახურის დაცვის თანამშრომლები არიან.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, მაგრამ ისლამურმა "ალ შაბააბის" სამხედრო დაჯგუფებამ თავდასხმების სერია წამოიწყო დედაქალაქში და მის მიღმა, რომ ჩამოაგდოს დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.