თინა ხიდაშელი: მეც ვიყავი ბინძური შანტაჟის და დადგმული სპექტაკლების ერთ-ერთი მსხვერპლი
26-07-2016, 03:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მთავარ პროკურატურას მიმართავს. მინისტრის თქმით, მას აინტერესებს „რატომ ფორმდება საპროცესო გარიგებას პირებთან რომლებიც წლების განმავლობაში პირადი ცხოვრების კადრების გადაღებით და ფარული მიყურადებით იყვნენ დაკავებული“.

 

 

ამის შესახებ თინა ხიდაშელმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.

 

 

„მე მოთმინებით ველოდები გამოძიების დამთავრებას, იმიტომ რომ მეც ვიყავი აი ამ ბინძური შანტაჟის, დადგმული სპექტაკლების ერთ-ერთი მსხვერპლი. ველოდები პასუხს პროკურატურისგან. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა, რომ თითქოს იმ ადამიანებს, ვინც პირველ ეტაპზე დააკავეს, საპროცესო გარიგებით უშვებენ და მე სწორედ ამასთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა დავუსვი პროკურატურას“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

 

 

მისი თქმით, არ შეიძლება როდესაც არსებობს საზოგადოების ასეთი მაღალი ინტერესი, საზოგადოებამ არ იცოდეს რატომ ხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმება ამ ადამიანებთან.

 

 

„ასეთ დროს ერთადერთი პასუხი არის ის რომ ისინი აძლევენ პროკურატურას ჩვენებას იმაზე უფრო მაღალი სიკეთის დასაცავად, ვიდრე რის გამოც თავად არიან პასუხისგებაში. თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ ვიცოდეთ, მათი მხრიდან საფრთხე ნეიტრალიზებულია თუ არა. ერთხელ თუ ჰქონდათ მათ წვდომა, შესაძლებელია ხვალ და ზეგ ისევ იყვნენ ისინი საფრთხის მატარებელი. აქ ძალიან ბევრი კითხვებია. მე არ ვიცი გიორგი პაპუაშვილი ზუსტად რაზე საუბრობდა, თუმცა იმ ინფორმაციიდან რაც მედიაში იყო, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ იმავე ხაზის გაგრძელებაა“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი