საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მისი ოჯახის წევრის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა.
„მწუხარების გაზიარებასავით გამოვიდა, რომ ჩემზეც არის ასეთი ზეწოლა – ერთი თვის წინ ფაქტი მოხდა, მის ოჯახთან დაახლოებული პიროვნება თურმე გაჩხრიკეს. ვფიქრობ, ეს პრეზიდენტის თანამდებობისთვის შეუფერებელი განცხადებაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ როგორც პრეზიდენტს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, თავიანთი განცხადებების გაკეთებამდე ევალებოდათ, რომ მიემართათ პროკურატურისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.