ზოგადი უნარების გამოცდაში ბარიერი აბიტურიენტების დაახლოებით 16%-მა ვერ გადალახა
26-07-2016, 04:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს 12:00 საათიდან ყველა აბიტურიენტს საშუალება აქვს ზოგადი უნარების გამოცდის პირველად შედეგებს გაეცნოს და საკუთარი ნაშრომები ნახოს. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გაგება მოკლეტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებათ, ამისთვის მათ საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93 333, შედეგის მოკლეტექსტური შეტყობინების მიღების საფასური 50 თეთრია.

 


„ზოგადი უნარების გამოცდა აბიტურიენტებს 4 ვარიანტად შევთავაზეთ. თითოეული ვარიანტი ჩვენი აბიტურიენტებისთვის საშუალო სირთულის აღმოჩნდა. ვარიანტების სირთულეებს შორის ძალიან მცირე განსხვავებაა. სამ ვარიანტში საშუალო მაჩვენებელი 48%-ია. 2%-ით ნაკლებია ერთ-ერთ - მესამე ვარიანტში, ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგადი უნარების მესამე ვარიანტი ოდნავ რთული აღმოჩნდა. ჩვენ ვიცით, რომ თითოეულ ვარიანტში 24 ქულა და მეტი არის გამსვლელი. პირველ, მეორე და მეოთხე ვარიანტში გამსვლელი ქულა 24 და მეტია. რაც შეეხება მესამე ვარიანტს, გაიგივების პროცედურის შემდეგ აქ გამსვლელი ქულა 23 და მეტი იქნება“, -აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

 


მისი თქმით, ზოგადი უნარების გამოცდაში ბარიერი აბიტურიენტების დაახლოებით 16%-მა ვერ გადალახა. აღნიშნულ გამოცდაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარის დაძლევა დაახლოებით 6 000-მა აბიტურიენტმა ვერ მოახერხა.

 


ზოგადი უნარების გამოცდის პირველადი შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge დღეს განთავსდა.

 


„ერთიანი ეროვნული გამოცდები“ 1 ივლისს დაიწყო და 22 ივლისს დასრულდა.

 

 

კომენტარები: 1
#1   iza
      
გამარჯობააა ზოგადი უნარების გამოცდაში ვიყავი მეორე ვარიანტი სადაც დამაკლდა ორი ქულა სხვა საგნები ჩავაბარე წარმატებით.გთხოვთ ამიხსნათ მაქვს თუ არა შანსი გავხდე სტუდენტი. იქნება თუ არა ბარიერის დაწევა ან როდის?
4 აგვისტო 2016 08:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი