„ძალიან უხერხულია, როცა ჟურნალისტები არაოფიციალურად გამოთქმულ მოსაზრებას, გამონათქვამს ნიუსის და ოფიციალური კომენტარის სახეს აძლევენ“,-განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ მისი იმ განცხადების გავრცელების გამო, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნას ეხებოდა.
მანანა კობახიძე ჟურნალისტებს ჟურნალისტური სტანდარტისა და ეთიკის დარღვევაში ადანაშაულებს.
„ძალიან უხერხულია, როცა ჟურნალისტები ჟურნალისტურ ეთიკას, რესპონდენტთან ურთიერთობის ელემენტარულ წესს არღვევენ და არამიკროფონებთან, არაოფიციალურად გამოთქმულ მოსაზრებას, გამონათქვამს ნიუსის და ოფიციალური კომენტარის სახეს აძლევენ. მგონი, ეს არანაირ სტანდარტში არ ჯდება. ეს არ იყო ოფიციალური კომენტარი, ეს არ იყო კამერებთან და მიკრიფონებთან გაკეთებული კომენტარი. ეს იყო ჩვეულებრივ, ადამიანთან გაკეთებული კომენტარი, მაგრამ, როგორც ჩანს, როცა თქვენ გესაუბრებით, უნდა ჩავთვალო, რომ მიკროფონს ვესაუბრები და არა ადამიანებს“, - მიმართა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.
მანანა კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღევანდელ პრესკონფერენციაზე შესაძლოა, ზედმეტი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მისი თქმით, როცა პრეზიდენტი ბრიფინგს მართავს, რაღაც ღირებული უნდა თქვას.
„დაიწყო პაპუაშვილით, გააგრძელა კორცხელით, დაამთავრა თავისი ნათესავით. მე გამიჩნდა განცდა, რომ ცოტა მეტი დოზა ჰქონდა ალკოჰოლის მიღებული. მე ასეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა, უბრალოდ არ ვთქვი ეს ეკრანზე. პირველი რაც ვიფიქრე ზოგადად უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები, ძალიან უყვარს ვისკი, მარტინი და ვფიქრობ, რომ ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული. ეს ღიმილი - თუ ზეწოლებია, არაფორმალური კავშირებია და ქვეყანა იქცევა, შენ რა გაცინებს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ. ამიტომ როცა პრეზიდენტი ბრიფინგს მართავს რაღაც ღირებული უნდა თქვას, მე დღეს პრეზიდენტმა დამაბნია“,-განაცხადა მანანა კობახიძემ. (აღნიშნული კომენტარი „რუსთავი 2“-მა გაავრცელა).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.