„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “თავისუფალი დემოკრატები“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს შორის, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ მესამე ადგილს მყარად ინარჩუნებს.
„ბარიერს კარგად გაცდენილი ვართ და მყარი პოზიცია გვიკავია „პირველ სამეულში.“ სხვაობა ამ სამ პოლიტიკურ ძალას შორის არცთუ ისე დიდია. ყველაზე დიდი პოზიტივია, რომ ნეგატიური დამოკიდებულება ჩვენი პარტიის მიმართ ნულთან არის გათანაბრებული, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩეველს „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება საერთოდ არ გააჩნია. ამაში კი, ნამდვილად ვართ ჩემპიონები. მეორე არჩევანში ყველა კვლევის მიხედვით, ჩვენი პარტია პირველ ადგილზეა“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა და დაამატა:
„არც ცხოვრებას და არც პოლიტიკას ვარდისფერი სათვალით არ ვუყურებ. გვაქვს ბევრი სამუშაო, რათა პარტიის მზარდი პოტენციალი გავაუმჯობესოთ. საუბარი ბარიერის გადალახვაზე არ არის, არამედ ჩვენი ამბიცია და რეალური გეგმა არის ის, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ გარეშე მთავრობის ფორმირება ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლოს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.