საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ სეინთ-ეტიენ დუ რუვრეიში, სადაც ეკლესიაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, მღვდელი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ორივე თავდამსხმელი, რომლებსაც ეკლესიაში მძველები ჰყავდათ აყვანილი, ლიკვიდირებულია.
BBC ასევე იუწყება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და შინაგან საქმეთა მინისტრი იმ ქალაქისკენ მიემგზავრებიან, სადაც ინციდენტი მოხდა.
საფრანგეთში ეკლესიაში დანით შეიარაღებული ორი პირი დღეს შეიჭრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.