ქობულეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა მალე დასრულდება. დღეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა.
როგორც Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე სისტემები, ბორდიურები, მწვანე ზოლი და გზის სავალი ნაწილი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.
ინფრასტრუქტურული ღონისძიება 9 მრავალბინიანი საცხოვერებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობას ითვალისწინებს, ეზოების რეაბილიტაციისთვის გამგეობა 990 660 ლარს დახარჯავს.
ეზოების კეთილმოწყობით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯორჯიან სთოუნი“ აწარმოებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.