პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აზრით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსს, კახა კალაძეს.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ეკა მიშველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უმაღლესი ხელისუფალის მითითება არ უნდა იყოს საჭირო პროკურატურისთვის, რომ მსგავს ფაქტებზე გამოძიების დაწყებაა საჭირო.
„ხდება ინსტიტუციების დისკრედიტაცია და უმოქმედობაა ინსტიტუციების დისკრედიტაცია. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც კორცხელის ინციდენტის ამ დრომდე გამოუძიებლობა. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვნახეთ ამ ინციდენტში მონაწილეებისადმი სათანადო სამართლებრივი რეაგირება. მეტიც, ეს ადამიანები პარტიულ თავყრილობაზე ვიცე-პრემიერ კახა კალაძის გვერდით ისევ გამოჩნდნენ, რაზეც „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი აცხადებს, რომ ისინი არიან და იქნებიან მის გვერდით. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჯანსაღი წინასაარჩევნო პროცესისთვის აუცილებელია კორცხელის ინციდენტზე სწორი სამართლებრივი რეაგირება. პრეზიდენტის აზრით, უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსს სწორედ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელსაც ვიცე-პრემიერი ღია ეთერებში აკეთებს,” - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.