პარტია „პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის“ ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი დღეს ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა ხათუნა ლაგაზიძემ ვანის რაიონულ ოფისში გამართა.
როგორც ლაგაზიძემ განაცხადა, ზეწოლის მსხვერპლი ამჯერად ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი თანამშრომელი სოსო ჩიტორელიძე გახდა.
თავად სოსო ჩიტორელიძის განმარტებით, ის ,,ქართული ოცნების“ ოფისში სამსახურეობრივი საკითხების განსახილველად დაიბარეს, რეალურად კი შეხვედრას ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვანში გიორგი ლილუაშვილი, გამგებელი ზაზა ხურციძე, გამგებლის მოადგილე ლაშა გიორგაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ესწრებოდნენ.
პარტიის ინფორმაციით, შეხვედრის მიმდინარეობისას დეპუტატმა გელა ვარდოსანიძემ თანაგუნდელებს უთხრა, რომ სოსო ჩიტორელიძე და მისი ოჯახი ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ მხარდამჭერია, რის შემდეგაც მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ოთახიდან გააძევეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.