„პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თუმცა ასახსნელია პრეზიდენტის ოჯახის წევრის მიმართ სამართლებრივი მოქმედების დროს განსაკუთრებული პოლიტიკური დაინტერესება“,-განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, პრეზიდენტი ადეკვატურად მიიჩნევს ამ საქმეებზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიებული იქნება როგორც პროცედურული, ასევე ამ საქმეების პოლიტიკური შინაარსი.
კითხვაზე - ითანამშრომლებს თუ არა გამოძიებასთან პრეზიდენტის ოჯახის წევრი, მიშველაძის თქმით, პრეზიდენტის ოჯახის წევრი, ვისაც ეს ეხება, მზადაა, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
,,ამ წუთის მდგომარეობით, მე არ მაქვს ინფორმაცია იყო თუ არა რაიმე კომუნიკაცია მათ შორის”, - განაცხადა მიშველაძემ.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განცხადა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.