ფრანსუა ოლანდი: საფრანგეთში ეკლესიაზე თავდამსხმელები „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იყვნენ
26-07-2016, 07:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებით, თავდამსხმელები, რომლებმაც საფრანგეთის ქალაქ სეინთ-ეტიენ დუ რუვრეიში მდებარე ეკლესიაზე თავდასხმა განახორციელეს, დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრები იყვნენ.

 

 

ამის შესახებ ოლანდმა ქალაქში ჩასვლის დროს განაცხადა.

 

 

„თავდასხმის მიუხედავად, საფრანგეთი „ისლამურ სახელმწიფოს“ ყველა საშუალებით უნდა ებრძოლოს“,-განაცხადა ოლანდმა.

 

 

"ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი ახალი ამბების სააგენტო "ამაყის" განცხადებით, "თავდასხმა საფრანგეთში "ისლამური სახელმწიფოს" ორმა ჯარისკაცმა განახორციელა".

 

 

რომის პაპმა ფრანცისკემ  მომხდარი ფაქტი დაგმო და "აბსურდული ძალადობის ტანჯვა და საშინელება" უწოდა.

 

 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის წარმომადგენლის, პიერ ჰენრი ბრანდეტის თქმით, ერთ-ერთი დაჭრილი მძევალი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მისი განცხადებითვე, მძევლების ამყვანთა "ნეიტრალიზება" ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ განხორციელდა.

 

 

პოლიცია ახლა ეკლესიაში ასაფეთქებელ მოწყობილობებს ეძებს.

 

 

დღეს დილით, დანით შეიარაღებული ორი მამაკაცი ქალაქ სენ-ეტიენ დუ რუვრეიში მდებარე ეკლესიაში მსახურების დროს შეიჭრა და იქ მყოფი სასულიერო პირი, ორი მონაზონი და მრევლის წევრები მძევლად აიყვანა. თავდასხმისას, მღვდელი დაიღუპა.  ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი