ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტმა იცის, რა ღირებულებებს ატარებს კახა კალაძე, ამიტომ მისი მხრიდან კითხვების დასმა არაეთიკურია
26-07-2016, 08:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მარგველაშვილმა იცის, თუ რა ღირებულებების მატარებელია და რა მიზნები ამოძრავებს კახა კალაძეს როგორც პოლიტიკაში, ასევე ცხოვრებაში. პრეზიდენტის განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკურია“,-განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

აღნიშნულით კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის აზრით, პრეზიდენტის აზრით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან კახა კალაძეს.

 

 

კობახიძის თქმით, კარგი იქნება პრეზიდენტმა დასვას ის კითხვებიც, თუ როგორია კორცხელის ინციდენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას როლი.

 

 

“ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს დღეს ხელმძღვანელობენ იგივე ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ 2013 წელს, მაშინ, როდესაც გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა სწორედ ამ გუნდის დახმარებით, სოფელ-სოფელ და ქალაქ-ქალაქ სიარულით. აქედან გამომდინარე, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი და არაკორექტულია პრეზიდენტის მხრიდან საუბარი და კითხვების დასმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ამოძრავებდა საარჩევნო შტაბს არჩევნებში მონაწილეობის პროცესში, მათ შორის კახა კალაძე არის ის ადამიანი, რომელიც გიორგი მარგველაშვილს დაყვებოდა ყველგან. მარგველაშვილმა იცის, თუ რა ღირებულებების მატარებელია და რა მიზნები ამოძრავებს კახა კალაძეს როგორც პოლიტიკაში, ასევე ცხოვრებაში. პრეზიდენტის განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკურია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ გრძნობს საკუთარ წილ პასუხისმგებლობას კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით და პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამომავლოდ, ოქტომბრის არჩევნებში მსგავსი ტიპის დაპირისპირება არ განმეორდეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი