გიორგი მარგველაშვილმა ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა
26-07-2016, 08:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, პრეზიდენტის სასახლეში ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში იმყოფებიან.

 

 

გიორგი მარგველაშვილი დაინტერესდა იმ პროექტით, რომლის ფარგლებშიც ქართველი ფერეიდნელები საქართველოში იმყოფებიან და ქართულ ენასა და მუსიკას სწავლობენ.

 

 

პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა ფერეიდნელ ქართველებს ქართული ენის შესწავლის პროცესში და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციების შენარჩუნებას.

 

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

 

 

შეხვედრას პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი