დღეს ქ.ნინოწმინდის კულტურის ცენტრში, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო" ფარგლებში, მწერლები - გივი შაჰნაზარი, ავთანდილ ბერიძე და ანაჰიტ ბოსტანჯიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მწერლებმა ნინოწმინდის მოსახლეობას საკუთარი შემოქმედება გააცვნეს.
როგორც Guardian.ge–ს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნის „მესხური ფოლკლორი“, აგრეთვე „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და „მწერალთა სახლის“ მიერ გამოცემული თარგმანების, მათ შორის სომხურ ენაზე ნათარგმნი ქართველი მწერლების ნაწარმოებების წარდგენა. გაიმართა ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ცნობილი მხატვრის ჰამლეტ აროიანისა და ახალგაზრდა მხატვრებისა და ფოტოხელოვანების ნამუშევრების გამოფენა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.