შსს-მ ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნა
27-07-2016, 02:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წლის 22 თებერვალს, თბილისში, ზემო ფონიჭალაში, 1972 წელს დაბადებული ნონა რომანიძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის - მარიამ მამფორიას სასტიკი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება თვეების განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა.

 

 

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ამ უმძიმესი დანაშაულის გახსნის მიზნით, განხორციელდა არაერთი საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიება.

 

 

„აღებული იქნა რამდენიმე ასეული ნიმუში საექსპერტო კვლევებისთვის. ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა, მათ შორის, ბალისტიკური, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, ფიზიკო-ტექნიკური, ქიმიური, სახანძრო-ტექნიკური და სხვა. მოწმის სახით დაიკითხა ასეულობით პირი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შესწავლილი და დამუშავებული იქნა გამოძიების მიმდინარეობისას წარმოშობილი სხვადასხვა ვერსია.

 

 

შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზემო ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა.

 

 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, მცირეწლოვნის, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობის, ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი გიორგი ხ. თბილისში დააკავეს.

 

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ხ.-მ მიმდინარე წლის 22 თებერვალს, დილით, თბილისში, ზემო ფონიჭალაში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ცივი იარაღით 29 ჭრილობის მიყენების შედეგად, მოკლა 1972 წელს დაბადებული ნონა რომანიძე და 16 ჭრილობის მიყენების გზით - მისი მცირეწლოვანი შვილი, მარიამ მამფორია, რის შემდეგაც, კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

 

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დანაშაულის ჩადენის იარაღსა და შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ სხვადასხვა ნივთზე დაკავებულის გენეტიკური პროფილის კვალი აღმოჩნდა“,-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის და, მათ შორის, მცირეწლოვნის, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი