თავდაცვის მინისტრის პოსტზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის კანდიდატურა არ განიხილება.
ამის შესახებ თავად კახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროში რამდენიმე პროექტი აქვს დასასრულებელი.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ჩემი კანდიდატურა არ განიხილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ აქაც რაღაც საკითხები მაქვს გასაკეთებელი არჩევნებამდე, იმიტომ რომ არჩევნების შემდეგ ნამდვილად არ ვიცი, მომეცემა თუ არა დაწყებული რეფორმის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა“, - განაცხადა კახიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.