საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განაცხადებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სატვირთო მანქანების რიგი თურქეთში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას არ უკავშირდება.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მსგავსი პრობლემა ყოველ ზაფხულს იქმნება, რადგან სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გამტარიანობა დიდი არ არის.
„თურქეთის მთავრობაში ცოტა ხნის წინ გაკეთდა განცხადება, რომ ყველა საბაჟო პუნქტზე, მათ შორის სარფშიც, უნდა დაწესდეს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპი და ამ კუთხით თურქეთი საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს“,-განაცხადა გუმრუქჩუმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.