„თურქეთში არანაირი საფრთხე არ არსებობს რიგითი მოქალაქეებისთვის და ქვეყანაში ჩასული ვიზიტორებისთვის. თურქეთში რომ წახვიდეთ, საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ ვერავითარ ცვლილებას ვერ იგრძნობთ“,-განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.
მისივე თქმით, თურქეთში ავიარეისების განხორციელების კუთხით რაიმე შეფერხება არ არსებობს. მან ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აეროპორტში გაფრენამდე 5-6 საათით ადრე გამოცხადებაა საჭირო.
რაც შეეხება სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორს, თურქეთის ელჩის განცხადებით, პუტჩის დროს თურქი სამხედროები იღებდნენ მითითებებს გარე პირებისგან, ხოლო თურქეთის მთავრობას აქვს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ სამხედრო გადატრიალება დაგეგმილი იყო ”ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის” მიერ.
„სამხედრო გადატრიალება თავიდანვე კარგად იყო დაგეგმილი და მხარდაჭერილი, თუმცა ორგანიზატორები არ ელოდებოდნენ თურქეთის მთავრობის, მედიისა და ხალხის კონსოლიდირებულ ქმედებებს“, - აღნიშნა ელჩმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.