ბავარიის მთავრობის ხელმძღვანელობას, მას შემდეგ რაც ბოლო 10 დღის განმავლობაში თავშესაფრის მძებნელთაგან რამდენიმე თავდასხმას ჰქონდა ადგილი, იმ აპლიკანტების ქვეყნიდან სწრაფი გასახლება სურს, რომელთაც თავშესაფრის მიცემაზე უარი ეთქვათ. გერმანიის აღნიშნული ოლქის მთავრობა ასევე მოითხოვს იმ საერთო საცხოვრებლებზე მკაცრ ზედამხედველობას, სადაც მიგრანტები არიან დაბინავებული. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს სტატიაში –"ბავარია ბერლინისგან მკაცრ რეაქციას მოითხოვს".
გამოცემის ინფორმაციით, ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იოახიმ ჰერმანმა განაცხადა, რომ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა კრიზისში მყოფი ავღანეთი, თავშესაფრის მძებნელების, რომელთაც უარი ეთქვათ, გაძევება მშობლიურ ქვეყნებში, "უკვე აღარ უნდა იყოს ტაბუდადებული".
ბავარიის სახელმწიფო პრემიერმა სიჰოფერმა, რომელიც კონსერვატიულ ქრისტიან–სოციალურ კავშირს ხელმძღვანელობს და რომელიც კანცლერ ანგელა მერკელის მოკავშირეა, თქვა, რომ "ისლამური ტერორი" მისწვდა გერმანიას და ბავარიის შეშფოთებული მცხოვრებლები სახელმწიფოსაგან მათ დაცვას მოელიან.
ბავარიის იუსტიციის მინისტრმა განაახლა მოლაპარაკებები – ფედერალური პარლამენტის დონეზე დიდი ხნის სადავო საკითხი – რომ პოლიციამ უფრო ადვილად მიიღოს წვდომა შენახული ელექტრონული გზავნილების ბმულებზე, ისეთებზე როგორიცაა ელექტრონული წერილები, WhatsApp და Skype –ი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.