ქეთევან ციხელაშვილი: კირბალის მკვიდრის გატაცების მცდელობა არის თავხედური პროვოკაცია და საოკუპაციო რეჟიმის სახე
27-07-2016, 04:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, კირბალის მკვიდრის გატაცების მცდელობა არის თავხედური პროვოკაცია და საოკუპაციო რეჟიმის სახე.

 

 

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე საუბარი იყო დღეს ამბასადორიალის ფარგლებში, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე გამართული პანელის ფარგლებში.

 

 

„დღეს ვისაუბრეთ ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იმ პრობლემებზე, რომელიც აქვს მოსახლეობას, ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, მათ შორის, იმ ინციდენტზე, რომელიც მოხდა გუშინ, როდესაც საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალის მკვიდრის გატაცების მცდელობა იყო. ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ამ პირის ფიზიკურ შეურაცხყოფას. ჩვენმა ხელისუფლებამ გუშინვე მოინახულა ეს ადამიანი გორის საავადმყოფოში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, საბედნიეროდ, სტაბილურია. სადაც არ უნდა მომხდარიყო ეს ფაქტი, ვგულისხმობ პირობითად იმ ტერიტორიას, რომელიც არის მავთულხლართს იქით თუ აქეთ, ყველა შემთხვევაში ეს არის საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი თავხედური პროვოკაცია. ეს არის საოკუპაციო რეჟიმის სახე და კიდევ ერთხელ იმის გამოვლინება, რომ, სამწუხაროდ, ადამიანის ინტერესთან, მათ უფლებებთან ამას საერთო არა აქვს“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ საქმის კურსში ჩააყენა შესაბამისი პირები.

 

 

„ჩვენ უკვე საქმის კურსში ჩავაყენეთ ჩვენი პარტნიორები, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც ჩართულია ამ საკითხის მოკვლევაში. დღეს ამ საკითხზეც ვესაუბრეთ ქართული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია, ზოგადად ჰუმანიტარულ პრობლემებზე, მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებში ჩვენი პარტნიორებისთვის ცნობილი გახადონ და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება უფრო ეფექტური იყოს“, - დასძინა ციხელაშვილმა.

 

 

სოფელ კირბალში რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი 50 წლის ზაქარია თაყაძის დაკავება სცადეს. ის სოფლის სასაფლაოს სიახლოვეს საქონელს მწყევსავდა, როდესაც მისი თქმით, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ. როგორც თაყაძე აცხადებს, მან სამხედროებს წინააღმდეგობა გაუწია, საპასუხოდ კი მას ავტომატის კონდახით სცემეს. მამაკაცმა თავს გაქცევით უშველა. მწყემსი ე.წ. საზღვრის გადაკვეთას კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს, რომ, რუსი სამხედროები თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ზაქარია თაყაძეს სამედიცინო დახმარება გორის ჰოსპიტალში გაუწიეს, რის შემდეგაც ის სახლში გაწერეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი