შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის სიძის სახლში ჩატარებული ჩხრეკა ჩვეულებრივი საპოლიციო ჩხრეკა იყო, როგორიც დღეში ათობით ტარდება.
ხუციშვილი ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს არის ჩვეულებრივი საპროცესო მოქმედება და სტანდარტული საპოლიციო მოქმედება, რომელიც ტარდება დღეში ათობით. გააჩნია, რა დონის ინფორმაციაა ან რამდენი. დამატებით ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით. გამოძიება დაიწყო და ვნახოთ",- განაცხადა ხუციშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. მოგვიანებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ სამართალდამცველებმა პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.