საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურში ადგილობრივებს ლანჩხუთი-ჩოხატაურის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ჭკუასელი წარუდგინა.
თემურ ჭკუასელის წარდგენისას, კვირიკაშვილმა განვლილი წლები გაიხსენა.
მისი თქმით, 5 წლის წინ, 2011 წლის შემოდგომაზე ბიძინა ივანიშვილმა გადადგა მოქალაქეობრივი გმირული ნაბიჯი და ქართველ ხალხთან ერთად მოახდინა გარდატეხა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.
„ამ გარდატეხის შედეგად ჩვენ მივიღეთ ის, რომ დღეს ქართველი კაცი არის გაცილებით უფრო თავისუფალი, დღეს განსხვავებული აზრისთვის აღარავის ერჩიან და გულახდილად რომ შევხედოთ იმ წინასაარჩევნო პროცესს, რომელშიც ვიმყოფებით, შედარებაც არ არის იმასთან, რაც 4-5 წლის წინ ხდებოდა. თავისუფლებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნეთ ისეთ საბაზისო სფეროებზე, როგორიც არის საყოველთაო ჯანდაცვა, რაც უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ჯანდაცვა ჩვენი ქვეყნის მოქალაქებისთვის ყოფნა-არყოფნის საკითხი გახდა, დღეს არ არის საჭირო, რომ დააგირავო ქონება, აიღო მევახშისგან სესხი იმისთვის, რომ თუნდაც ყველაზე ძვირადღირებული ოპერაციები გაიკეთონ ჩვენმა თანამემამულეებმა. დამეთანხმებით, ეს ყველასთვის დიდი რამ არის და ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და სოფლის მეურნეობაში გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.
კვირიკაშვილის თქმით, ბოლო წლებში არ ყოფილა პერიოდი, როცა სოფლის მეურნეობას ასეთი ყურადღება ექცეოდა, როგორც ბოლო 4 წლის განმავლობაში ხდებოდა.
”ხდება ფერმერული მეურნეობების განვითარება, ხორციელდება პროგრამა დანერგე მომავალი, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ადგილობრივ წარმოებას და შეიქმნა პროგრამა ”აწარმოე საქართველოში” და ა.შ. აღარ შეგაწყენთ თავს მიღწევებით, ჩვენ ვიცით, თუ რამდენი პრობლემა რჩევა ქვეყანაში გადასაწყვეტი. ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილი მთავრობა და ძალიან კარგად გვესმის პრობლემები, ტკივილი და გაჭირვება, რომელიც დღეს არის საქართველოში და სწორედ ამიტომ, რომ ყველა ოჯახმა იგრძნოს თავის თავზე მეტი კეთილდღეობა, სწორედ ამიტომ იდგმება დღეს ძალიან სწრაფი ნაბიჯები ქვეყნის განვითარებისთვის და გვჭირდება სწრაფი განვითარების პროგრამა”, - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ ”ქართულ ოცნებას” გააჩნია მკაფიო ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.