პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უცნაურია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი პროკურატურაში არ მიდის.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროკურატურა დამოუკიდებელი ინსტიტუტი.
„მე გამოვხატავ ნებას და აუცილებლად შევხვდები მას. დავამთავრეთ წინასაარჩევნო წარდგინებები დასავლეთში. მომავალი ჯგუფის წარდგენამდე, შევხვდები პაპუაშვილს, თუმცა მინდა შევახსენო მას, რომ პროკურატურა არ არის მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დაქვემდებარებული სტრუქტურა, ის არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და ამ დამოუკიდებლობის საფუძვლები ჩვენ შევქმენით ბოლო წლებში, როცა მივიღეთ მნიშვნელოვანი რეფორმატორული ცვლილებები, როცა ის ანგარიშვალდებულია პარლამენტთან“,-განაცხადა პრემიერმა.
მისი განმარტებით, მიზანმიმართულად ქმნიან ისეთ შთაბეჭდილებას, რომ პროკურატურას ხელისუფლება აკონტროლებს.
„მინდა ეს მინდა შევახსენო, რადგან ჩნდება ასეთი შთაბეჭდილება, რომელსაც ქმნიან მიზანმიმართულად, რომ ამ პროცესებს მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლება, ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვაჩნია პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ჩვენ აბსოლუტურად ვგრძნობთ ამას, თუმცა, მიზანმიმართულად ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ პროკურატურას მართავს აღმასრულებელი ხელისუფლება, ეს ასე არ არის და არც უნდა იყოს, ეს იყო წარსულში, დღეს - არა”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.