კობა გვენეტაძე: ეროვნულ ბანკს არ აქვს რაიმე განსაზღვრული და კონკრეტული პროგნოზი გაცვლით კურსთან დაკავშირებით
27-07-2016, 06:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, გაზაფხულზე ლარის კურსი ზედმეტად გამყარდა, ამიტომ შემდეგ მოხდა კურსის კორექტირება იმ დონეზე რაც დღეს გვაქვს.

 

 

ამის შესახებ კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.

 

 

„ჩვენ მაშინაც აღვნიშნეთ და ვფიქრობთ, რომ ეს იყო უფრო ჩქარი, ვიდრე ის ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებდა, რომელიც მაშინ არსებობდა. ვფიქრობ, რომ მაშინ ლარის კურსი ზედმეტად გამყარდა, ამიტომ მოხდა შემდეგ კურსის კორექტირება იმ დონეზე რაც დღეს გვაქვს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

 

მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს არ აქვს ორიენტირი გაცვლით კურსთან მიმართებაში, რადგან სებ-ის ძირითადი ფუნქცია არის დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნება და ამავე დროს ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა.

 

 

„შესაბამისად, ეროვნულ ბანკს არ აქვს რაიმე განსაზღვრული და კონკრეტული პროგნოზი გაცვლით კურსთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი