„თუ ადამიანს აქვს სურვილი რომ ლარში აიღოს სესხი, ამის საშუალება უნდა იყოს“,-განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმითვე, დედოლარიზაციის პროცესი ახალი არ არის და ეს ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო.
„დედოლარიზაციის პროცესი არ არის რაღაც ახალი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ახლა დაიწყო. ეს პროცესი ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო და ძალიან ფართოდ იყო განხილული. მე ამ დროს არ ვიყავი საქართველოში, მაგრამ თუ გადავხედავთ ეროვნული ბანკის ძველ წლიურ ანგარიშგებებს, იქაც ფართოდაა ეს საკითხი განხილული. ასე რომ, დედოლარიზაციის პროცესი ძველია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე განამრტებით, ეს პროცესი არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ხელოვნურ ჩარევას ან ძალდატანებითი მექანიზმების გამოყენებას.
„არავითარ შემთხვევაში არანაირი შეზღუვა არ არის და არ იგეგმება იგივე დედოლარიზაციასთან დაკავშირებით ანუ, მოსახლეობას, კომპანიებს შეუძლიათ განათავსონ დეპოზიტები ლარში, დოლარში ან ნებისმიერ ვალუტაში. ლაპარაკია უბრალოდ საბაზრო მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე და არანაირად არ არის დაგეგმილი რაიმე ძალდატანებითი ან ხელოვნური პროცესის ჩართვა ამაში“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.