საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტს ნებისმიერი განცხადების დროს გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს, მით უფრო, რომ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც იყო.
მისი თქმით, კალაძეს კორცხელის ინციდენტთან არავითარი კავშირი არ ჰქონია, არ აქვს და მომავალშიც არ ექნება.
“კალაძის, როგორც “ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დისკრედიტაცია, არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც რასაკვირველია, გარკვეული პოლიტიკური ძალები მხარს დაუჭერენ. ვფიქრობ, პრეზიდენტს ნებისმიერი განცხადების დროს გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს, მით უფრო, რომ კალაძე მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც იყო და საკმაოდ წარმატებულად დაანახა პრეზიდენტს საკუთარი თავი, თუ რა ღირებულებების მატარებელია“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
გუშინ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აზრით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსს, კახა კალაძეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.