გია ვოლსკი: ქვეყანაში არსებული პრობლემები ჩვენ გაცილებით უკეთ და უფრო ღრმად ვიცით, ვიდრე კვლევებშია ასახული
27-07-2016, 08:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, არსებული პრობლემები ხელისუფლებამ გაცილებით უკეთ და უფრო ღრმად იცის, ვიდრე ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის კვლევებშია ასახული.

 

 

მისი თქმით,  ნებისმიერი საკითხი, რომელიც სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ პრობლემას უკავშირდება, რაც მსოფლიო მასშტაბის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, გავლენას ახდენს ყველა ქვეყანაზე.

 

 

“თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება NDI-ის მიმართ. ამ უნდობლობის საფუძველზე არაერთხელ ითქვა - დამფინანსებელთან დაკავშირებით, თუ იმ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, ვინც კვლევებს უშუალად ატარებს, მაგრამ ახლა ეს არის არის მთავარი. ნებისმიერი საკითხი, რომელიც სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ პრობლემას უკავშირდება, რაც საქართველოში არსებობს, განსაკუთრებით მას მერე, რაც მსოფლიო მასშტაბის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, გავლენას ახდენს ყველა ქვეყანაზე, ჩვენს რეგიონზე, სავაჭრო პარტნიორებზე. ამასთან დაკავშირებით რომ მდგომარეობა შეიცვალა, სოციალური პრობლემები რომ წარმოიშვა და უმუშევრობის თემა რომ არსებობს, უმძიმესი მემკვიდრეობა რომ მივიღეთ, ეს მთავრობისთვის უცნობი თემა არ არის. მთავრობას ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული, თუ რა პრობლემები არსებობს ქვეყანაში. ნებისმიერი პროექტი, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება, მიმართულია იმ პრობლემათა აღმოსაფხვრელად, რომელიც გაცილებით უკეთ და გაცილებით უფრო ღრმად ვიცით, ვიდრე კვლევებშია ასახული“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი