ნინო ბურჯანაძე: ძალიან საინტერესოა ე.წ. პრორუსი ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობისთვის“ რამდენ პროცენტს გამოიმეტებს NDI
27-07-2016, 08:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის სკეპტიკურად არის განწყობილი საქართველოში ჩატარებული კვლევების მიმართ, თუმცა აინტერესებს ამჯერად რამდენ პროცენტ რეიტინგს გამოიმეტებს „დემოკრატიული მოძრაობისათვის“ NDI, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას უჭერს მხარს.

 

 

„საინტერესოა ამ კვლევაში თავად NDI-ს მიერვე გაკეთებული აქცენტები საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, როდესაც მათივე ციფრების მიხედვით, მოსახლეობის პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა ერთმნიშვნელოვნად ემხრობა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას ემხრობა, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, ხოლო მოსახლეობის თითქმის 26% ერთმნიშვნელოვან პრიორიტეტად ასახელებს რუსეთთან ურთიერთობის პრინციპულად გაუმჯობესებას, მათ შორის 6% აშკარად გამოკვეთილი პრორუსული პოზიციით. აქედან გამომდინარე ჩემთვის ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ რომ საზოგადოებისთვისაც, თუ რამდენ პროცენტს გამოიმეტებს NDI ე.წ. პრორუსი ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობისათვის“, რომელსაც როგორც წესი NDI ვერ ამჩნევდა ხოლმე თუნდაც იმ ფონზე, რომელიც ახლა არსებობს“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ყურადღება გაამახვილა ასაკობრივ ჯგუფებზეც და ახალგაზრდა თაობას მიმართა.

 

 

„მინდა საგანგებოდ გავამახვილო ყურადღება ასაკობრივ ჯგუფებთან დაკავშირებით და მივმართო ახალგაზრდა თაობას. დღევანდელ განცხადებებში აქცენტი იყო გაკეთებული ისე, რომ თითქოსდა პროდასავლურობა და პრიორიტეტი პროდასავლურობისა რუსეთის საწინააღმდეგოდ, ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს განათლებასა და პროგრესს, ხოლო რუსეთთან ურთიერთობის დალაგების სურვილი ნიშნავს ერთმნიშვნელოვნად უკან სვლას. მინდა ვთხოვო ახალგაზრდებს, რომ კარგად დაუფიქრდნენ ამ ციფრებს და კარგად გააანალიზონ რატომ ხდება, რომ მოსახლეობის ის ნაწილი რომელიც უფროს თაობას მიეკუთვნება, რომელსაც მეტი გამოცდილება აქვს, ნაკლები ილუზიებით უყურებს ცხოვრებას და უფრო პრაგმატულია, არის ერთმნიშვნელოვნად იმის მომხრე, რომ კარგი ურთიერთობები შენარჩუნდეს დასავლეთთან და ამავდროულად აუცილებლად მოგვარდეს და დალაგდეს ურთიერთობები რუსეთთან?!

 

 

ძვირფასო ახალგაზრდებო! ეს არ ხდება იმიტომ, რომ ვინმეს საბჭოთა კავშირი ახსოვს და ენატრება. პრიორიტეტების ეს გადალაგება ხდება იმიტომ, რომ უფროსი თაობა პრაგმატულად ხედავს იმას, რომ საქართველო ვერ გამთლიანდება, ვერ გაძლიერდება და ეკონომიკურად ვერ დადგება ფეხზე რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების გარეშე“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი