ნინო ბურჯანაძე: პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირებაზე ივანიშვილია პასუხისმგებელი
27-07-2016, 08:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირება დღეს არ დაწყებულა.

 

 

მისი თქმით, ეს ძალიან სამარცხვინო ფაქტია და პირველ რიგში, ამისთვის პასუხი "ქართულ ოცნებას" მოეთხოვება.

 

 

"პასუხი მოეთხოვება პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ისე დაასახელა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ისე დააშანტაჟა ხალხი, გინდა თუ არა, ეს ადამიანი აირჩიეო, რომ როგორც თავად თქვა, წესიერად არ წაუკითხავს არც მისი ბიოგრაფია, არც გაუცნია ეს ადამიანი ბოლომდე. ამაზე "ქართულმა ოცნებამ" პასუხი არ უნდა აგოს?! ის, რაც ხდება ახლა ქვეყანაში, როდესაც ასეთი გაუგებრობაა პრეზიდენტის ინსტიტუტსა და ხელისუფლების სხვა შტოებს შორის, სამარცხვინოა. ჩანს, რომ ქვეყანას პრეზიდენტი არ ჰყავს, არც ხელისუფლება. ყველას კარგად გვახსოვს ორ-ორი დელეგაცია წასული ხან ვაშინგტონში და ხან ნიუ-იორკში. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა უბრალოდ არ გვიყვარს", - განაცხადა ბურჯანაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

 

 

რაც შეეხება პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებს ზეწოლასთან დაკავშირებით, ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ამის გამოძიება აუცილებელია.

 

 

"გამოძიება მომენტალურად უნდა დაეწყო პროკურატურას და უკვე გამოძიებულიც უნდა იყოს ეს ფაქტები. პრეზიდენტს მაშინვე უნდა მიემართა გამოძიებისთვის ამასთან დაკავშირებით და არ დაეცადა ერთი თვე", - აღნიშნა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი