გავლენიანი ამერიკული გამოცემა "ნიუსვიკი" მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის, პაატა ბურჭულაძის შესახებ დემიენ შარკოვის ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით: –"გაიცანით ოპერის მომღერალი, რომელიც საქართველოს ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია". სცენაზე 40–წლიანი მოღვაწეობის შემდეგ პაატა ბურჭულაძე საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტის დასაკავებლად პოლიტიკურ ბრძოლაშია ჩაბმული.
Guardian.ge გთავაზობთ სტატიის სრულ თარგმანს.
ოპერის სცენაზე იგი გაუძღვა ატილას ურდოს (შენიშვნა: ატილა იყო ჰუნების მმართველი 434 წლიდან მის სიკვდილამდე, 453 წლის მარტამდე) ბრძოლაში, რათა გამოეგლიჯა მისი ბედკრული მეფისაგან რუსული სამეფო ტახტი. ახლა პაატა ბურჭულაძე ემზადება როლისთვის, რომელიც, როგორც თავად იმედოვნებს, საშუალებას მისცემს მისი ქვეყნის უკეთესობისაკენ შეცვლას და მისი საკმაოდ ბევრი თანამემამულე უჭერს მას მხარს ამაში.
"მე ვთამაშობდი არაერთი მეფის, პოლიტიკოსის და ძლევამოსილი ადამიანის როლს სცენაზე, დაწყებული ფილიპე II–დან, დამთავრებული ბორის გოდუნოვით", თქვა მან მხიარულად, თავისი ღრმა, ბოხი ხმით. "მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მივიღო იგივე ტაში, მოწონება და კომპლიმენტი პოლიტიკაშიც, რაც სცენაზე მქონდა".
კარზე მომდგარ საპარლამენტო არჩევნებზე, ბურჭულაძემ ოპერის სახელგანთქმული მომღერლობიდან შესაძლოა, წამყვანი პოლიტიკური როლი ითამაშოს. ორ მთავარ პოლიტიკურ პარტიასთან, მმართველ "ქართულ ოცნებასა" და მემარჯვენე–ცენტრისტულ ოპოზიციასთან, რომელიც არჩევნებზე დამარცხდა, ერთად, ქართველები ახალ ხელმძღვანელობას ეძებენ. და ბევრი ფიქრობს, რომ მათ ის ბურჭულაძეში იპოვეს.
თვით იქამდეც კი, სანამ მისი პარტია ოფიციალურად დარეგისტრირდებოდა, "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბურჭულაძის ახალდაფუძნებულმა "საქართველოს განვითარების ფონდმა" მე–3 ადგილი დაიკავა და, ზოგიერთ, შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში, მე–2 ადგილზეც გადაინაცვლა. თავად ბურჭულაძე კი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი იყო და მოწონების რეიტინგით მას 75% ჰქონდა.
"ვერც ხელოვნება და ვერც პოლიტიკა ვერ იტანს სიყალბეს", უთხრა ბურჭულაძემ Newsweek–ს. "თუ შენ ხარ გულწრფელი და არა ყალბი და ესაუბრები ხალხს მთელი შენი გულის სიღრმიდან, სცენიდან, როგორც ოპერის მომღერალი, თუ როგორც პოლიტიკოსი, ხალხის რეაქცია ერთნაირია".
საქართველოს განვითარები ფონდის პარტია (შენიშვნა: "ნიუსვიკის" სტატიაში პაატა ბურჭულაძის მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ასე არის მოხსენიებული) არჩევნებამდე არც ერთ კოალიციაში არ აპირებს გაერთიანებას. თუ პარტია გაიმარჯვებს, ბურჭულაძეს პრემიერ მინისტრად აირჩევენ.
იგი პირობას დებს, რომ 4 წელიწადში ეკონომიკას 10%–ით გაზრდის, შექმნის 250 000 სამუშაო ადგილს კერძო სექტორში და "სუფთას გახდის" პოლიტიკას. ყოველივე ეს მიმზიდველი დაპირებებია ქართველებისთვის. იგი ასევე მტკიცე მხრდამჭერია ევროკავშირის და ნატოსი, მაგრამ ასევე მხარს უჭერს უფრო მეტ დიალოგს რუსეთთან. კრიტიკოსებმა ჯერჯერობით მისი დაპირებები შეაფასეს როგორც პოპულისტური, რომელიც პოლიტიკით იმედგაცრუებული ქართველების კაპიტალიზაცის ემსახურება, მაგრამ მისი მხარდამჭერები უყურებენ მას, როგორც გამაერთიანებელ კაცს, რომელსაც თავისი ქვეყნის სწორ გზაზე დაბრუნება სურს.

ოპერის მიღმა ბურჭულაძის საქმიანობა 2004 წელს დაფუძნებულ "იავნანას" ფონდთანაა დაკავშირებული, რომელიც სიღარიბეში მყოფ ბავშვებს ეხმარებოდა და საქართველოს ეკლესიის ლოცვა–კურთხევით იმართებოდა. იგი ასევე, 2006 წელს გაერო–ს ელჩად დაინიშნა, ხოლო 2006 წელს "იუნისეფის" კეთილი ნების ელჩად. ფაქტობრივად, ბურჭულაძეს არაერთხელ ჰკითხეს 2013 წელს, აპირებდა თუ არა პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას, მაგრამ მან ყოველთვის გადაჭრით უპასუხა, რომ – არა. მიმდინარე წელს კი, უეცარი განცხადება გააკეთა, რომ იგი კენჭს იყრიდა საპარლამენტო არჩევნებში, რის გამოც გააუქმა საოპერო თარიღები და მისი როლების მონაცვლე მსახიობებს უთხრა, რომ კარგად იმუშაონ როლებზე.
"მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვერავის ვერ ვუყურებ, რომელთან ერთადაც შეიძლება რომ ვიყო, ვერავის, რომელსაც მხარს დავუჭერდი დარწმუნებით, რომ ჩვენი ქვეყანა კვლავ იმოძრავებს სწორი მიმართულებით. ეგ არის მიზეზი იმისა, თუ რატომ შევაჩერე ჩემი საოპერო კარიერა და წავედი პოლიტიკაში", – ამბობს ბურჭულაძე.
მისი სწრაფი აღმასვლა გამოკითხვებში მსგავსია ყოფილი კომუნისტური ქვეყნების სხვა ერთი მუჭა პოლიტიკოსებისა, რომელთაც ასევე სახელი და დიდება სხვა პროფესიებში მოიპოვეს. ახლოს მდებარე უკრაინაში, ყოფილი სამხედრო მფრინავი, ნადია სავჩენკო ამჟამად ერის ყველაზე მეტად პოპულარული პოლიტიკოსია. ორი წლის წინათ, კრივში ყოფილი ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო კიევის მერად აირჩიეს, მას შემდეგ რაც ისიც გამოკითხვებში, ასევე ქვეყნის ყველაზე მხარდაჭერილ საზოგადო ფიგურად იყო მიჩნეული. პოლონეთში პანკ როკერმა პაველ კუკიზმა მისი პარტია პარლამენტში შეიყვანა და 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მე–3 ადგილით დაასრულა საარჩევნო მარათონი.
"მე გეტყვი რატომ არიან ეს ადამიანები ასე პოპულარულები", – ამბობს ბურჭულაძე. "ისინი ესაუბრებიან ხალხს თავიანთ ენაზე. მეც იგივეს ვაკეთებ. როდესაც პოლიტიკოსები მოდიან და გასცემენ დაპირებებს, ისინი საუბრობენ იმ გზით, რა გზითაც საუბრობენ და ესაა პოლიტიკოსების გზა. ხალხს უკვე აღარ სჯერა ამის".
ოთხი სხვადასხვა მთავრობის შემდეგ, ამბობს ბურჭულაძე, ქართველი ლიდერები ერთსა და იმავე თარგზე მოჭრილები მიჰყვებოდნენ სვლას, იწყებდნენ ოპტიმისტური ცვლილებების ტალღით, სანამ არასტაბილურობა, ან ზოგიერთ შემთხვევაში სამხედრო ბრძოლა არ განაპირობებდა მათ გადადგომას. ახლა საქართველო რჩება რთულ მდგომარეობაში შემოთავაზებულ წინადადებებსა, შეუერთდეს ნატო–ს და ევროკავშირს – ორივე მათგანი, რომელიც ამჟამად უსასრულოდ არის გაყინული, – და მის მეზობელ რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობას შორის.
"25 წელია, რაც ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი",– ამბობს ბურჭულაძე. "და რაც მოხდა ამ 25 წელიწადში არის ის, რომ ჩვენ გვყავდა სხვადასხვა ლიდერი, და თითოეული ამ ლიდერის მმართველობისას იყო ზოგიერთი პოზიტიური ცვლილება. პრაქტიკულად, მე მხარს ვუჭერდი თითოეულ ამ ლიდერს, რადგან მათ თავიანთი მმართველობებისას მდგომარეობა უკეთესობისაკენ შეცვალეს, მაგრამ ყოველთვის იყო ყველა ეს პრობლემა", ამბობს ის.
"ახლა მთავრობა არაფერს აკეთებს, არაფერი არ მიდის წინ. არ არის აუცილებელი, რომ რაღაცები გაუარესდეს, მაგრამ ჩვენ გაჭედილები ვართ", აცხადებს ბურჭულაძე. მმართველი მემარცხენე–ცენტრისტული "ქართული ოცნების" კოალიციის ხელისუფლებაში ყოფნისას ეროვნული ვალუტა, ქართული ლარი, თანდათან გაუფასურდა და მიმდინარე წლის დასაწყისში, 2004 წლის შემდეგ ყველაზე უარეს ნიშნულამდე დაეცა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში. გასული წლის ბოლოს "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქართველების 76 პროცენტი მიიჩნევდა, რომ თავიანთი ქვეყანა არ იცვლებოდა ან მცდარი მიმართულებით მოძრაობდა.
მხოლოდ 19 პროცენტი გრძნობდა, რომ თავიანთი ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდიოდა – უზარმაზარი დაცემა 2011 წლის შემდეგ, სანამ "ქართული ოცნება" მოვიდოდა ხელისუფლებაში, როცა იგივე გამოკითხვა აჩვენებდა, რომ დაახლოებით 60 პროცენტი იძლეოდა იგივე პასუხს.
მთავრობის უფრო პროაქტიურმა პოლიტიკამ ხშირად მკაცრად გააკრიტიკა წინა მთავრობა, რაც ყველაზე თვალშისაცემად გამოჩნდა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მუხლით, 2014 წელს დაუსწრებლად სისიხლის სამართლის საქმის აღძვრით, თუმცა ამით ვერ ვიტყოდით, რომ სააკაშვილი და მისი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უფრო პუპულარულია. მართალია, გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ისინი [ნაციონალური მოძრაობა] დასვლეთთან ურთიერთობების წარმართვაში ყველაზე უნარიანებად არიან დასახელებული, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობებების მოწესრიგების მხრივ ბოლო ადგილს იკავებენ.
ეკონომიკური საკითხების გარდა, საქართველოს დღის წესრიგში ყველაზე გადაუჭრელ საკითხებს შორისაა მისი ორი სეპარატისტული რეგიონის – სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსი. რუსეთის ხანგრძლივმა მხარდაჭერამ ამ ორი რეგიონისადმი, ხელი შეუშალა ვაჭრობასა და დიპლომატიას საქართველოსა და მის ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორს შორის. ამ საკითხმა ორი ქვეყანა ომამდე მიიყვანა 2008 წელს, როდესაც ხელისუფლების სათავეში სააკაშვილი იმყოფებოდა, და მოსკოვს ჯერ კიდევ არ ჰყავს უკან გაყვანილი თავისი ჯარები. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ საქართველო ვერ შეუერთდება ნატოს–ს – დიდი ხნის ძლიერი სურვილი ბევრი ქართველისთვის – რადგან იგი მოკლებულია მისი ტერიტორიის სრულ კონტროლს. ბურჭულაძე ფიქრობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მცირე რამ გააკეთა, მაგრამ აკრიტიკებს თავიანთი ოპონენტების მიდგომას ქვეტნის ტერიტორიულ საკითხებთან მიმართებაში.
"ქართული ოცნება ყოველთვის საუბრობს იმაზე, თუ რა გააკეთა შეცდომით წინა მთავრობამ, იმის ნაცვლად, რომ გვითხრან, რას მიაღწიეს თვითონ", ამბობს ბურჭულაძე. "ეს უნდა შეჩერდეს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ წინა მთავრობამ დაუშვა შეცდომები, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური ვენდეტის საფუძველი".
"ჩვენ უნდა განვაგრძოთ სვლა და გავიხედოთ წინ, მომავლისაკენ", – აცხადებს იგი. "მთავრობა არ გვიჩვენებს თუ ვინ არიან ჩვენი პარტნიორები. ვიხედებით დასავლეთისკენ ან შეერთებული შტატებისკენ თუ ვიხედებით ჩრდილოეთით, კვლავ რუსეთისკენ? მიმართულება უნდა იყოს ძალიან მკაფიო და გასაგები ჩვენი პარტნიორებისთვის და ჩვენი პარტნიორები არიან ევროპა, შეერთებული შტატები და ნატო".
საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ლოდინი უსასრულო ჩანს. ბურჭულაძის ეკონომიკური გეგმა მძლავრად ეყრდნობა დასავლეთთან ვაჭრობას. ამ თვიდან ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა შეუძლია. ბურჭულაძის შემდგომი მიზანია დაარწმუნოს შეერთებული შტატები, დადოს იგივე შეთანხმება საქართველოსთან.
"ჩვენ გვინდა ჩვენი ურთიერთობების რუსეთთან გაუმჯობესებაც", – ამბობს ბურჭულაძე. "მაგრამ არის ორი რამ, რაზეც ჩვენ დათმობაზე ვერ წავალთ. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული ერთიანობა და ევრო–ატლანტიკური საგარეო პოლიტიკა. ჩვენ გვჭირდება გაერთიანებული საქართველო".
მას სჯერა, რომ საქართველო აფხაზებს და ოსებს რუსეთის გარეშე უნდა ესაუბროს და შესაძლოა შესთავაზოს მათ "მძლავრი ავტონომია", მაგრამ საქართველოს შემადგენლობაში. ბურჭულაძემ ასევე გამორიცხა რუსეთის სახელმწიფო კომპანია "გაზპრომთან" რუსული სანავთობო მილსადენის საქართველოს გავლით გატარების შესაძლებლობაზე მოლაპარაკებების შემდგომი გაგრძელება – საკითხი, რისი განხილვის გამოც დღევანდელი მთავრობა მძლავრი კრიტიკის ქვეშ მოექცა.
"ჩვენ გვინდა ვიყოთ უფრო დამოუკიდებლები და გვსურს ვიხილოთ აზერბაიჯანიდან მილსადენის გაგრძელება და გაფართოება, რომელიც კვეთს ჩვენს ტერიტორიას, მიდის თურქეთისკენ და ევროკავშირისკენ", – აცხადებს იგი. "ეს ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობაა".
ბურჭულაძე მტკიცედ დგას იმაზე, რომ თბილისი არ უნდა მოიკაკვოს წელში ნებისმიერი იმ მცდელობის წინაშე, რომელიც საქართველოსთვის მისი გრძელვადიანი სუვერენიტეტის დათმობას განაპირობებს. უკრაინის კრიზისი საკმარისი მაგალითია თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა თავისი მილსადენები და ჯარები სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ. "გარდა ამ საკითხებისა, ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობა გვქონდეს რუსეთთან ყველა სხვა დანარჩენ საკითხზე, იქნება ეს ეკონომიკა, კულტურა თუ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა", ამბობს იგი.
ჯერჯერობით, ბურჭულაძის თავაზიანი და თბილი მოპყრობა და რუსეთთან დიალოგის გახსნაზე საუბარი, მოსკოვთან ნებისმიერი განხილვა, ერთი კაცის ხელში უნდა გავიდეს, იმ ერთი კაცის, რომელიც არ არის ცნობილი დათმობებით – ეს კი რუსეთის პრეზიდენტია. სამხედრო ძალების განლაგება და ენერგეტიკული შეთანხმებები მისი პრეზიდენტობის უმნიშვნელოვანესი პოსტულატებია. როგორ წარმოუდგენია ბურჭულაძეს მასთან ურთიერთობა?
"საუბარი არ არის პიროვნებებზე, არამედ საუბარია პოლიტიკაზე, რომელიც მოსკოვს გააჩნია თბილისის მიმართ", აცხადებს ბურჭულაძე. "ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ პუტინმა გააცნობიეროს, რომ ჩვენ არ დავთმობთ საქართველოს სუვერენიტეტს და უფლებას, ავირჩიოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ხაზი".
"ამავე დროს, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ის, რომ ჩვენ არ დავეძებთ მტრობას და გვინდა რუსეთთან მშვიდობა და შეიძლება რომ ჩვენ ვიყოთ კარგი პარტნიორები ტერორიზმის წინააღმდეგ ჩრდილო კავკასიაში", – ამბობს ის.
პუტინის პოპულარობამ შინ ახალ სიმაღლეებს მიაღწია; რუსეთის საგარეო პოლიტიკა უფრო აგრესიული და პირდაპირი გახდა და დასავლეთის სიმტკიცე რუსეთის წინააღმდეგ უფრო აკანკალებული ჩანს, ვიდრე ეს მანამდე იყო. მაგრამ ბურჭულაძე ფიქრობს, რომ რადიკალური ისლამის საფრთხემ და მისმა დიდმა მნიშვნელობამ რუსეთის რეგიონებში, სულ რაღაც მცირე ხელის გაწვდენაზე საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებთან, შეიძლება დაარწმუნოს მოსკოვი, რომ მას შეუძლია ახლოს მყოფი სტაბილური მოკავშირე გამოიყენოს.
"ეს მათ ინტერესებშია, ჰყავდეთ მძლავრი მეზობელი და პარტნიორი და საქართველო მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი და სტაბილური, როცა ის ნატოსა და ევროკავშირის ნაწილი იქნება", ამბობს იგი. "საქართველოს გარეშე რუსეთი ვერ მოახერხებს სტაბილურობას ჩვენს რეგიონში. მათ აქვთ სერიოზული პრობლემები ტერორიზმთან დაკავშირებით, თავიანთ ჩრდილო კავკასიის რეგიონებში – ჩეჩნეთში და ინგუშეთში".
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები ღიად აღიარებენ, რომ 4 000–სზე მეტი რუსი ეროვნების ადამიანი შეუერთდა ისლამისტურ სამხედრო დაჯგუფებებს სირიასა და ერაყში, და მისი ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონი ამ მხრივ ყველაზე დიდ წყაროს წარმოადგენს.
"ჩვენ უნდა დავიწყოთ რუსეთთან საუბარი უფრო მეტად, ვიდრე ამას ამჟამად ვაკეთებთ, მაგრამ ამის მარტო გაკეთება სახიფათოა", აცხადებს ბურჭულაძე. "ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად".
"ჩვენ გაგვაჩნია პოტენციალი გვქონდეს პოზიტიური გავლენა იმ ქვეყნებში, რომლითაც ვართ გარშემორტყმული", ამატებს ის. "ყველა რეფორმა აქ, ასევე ევროპის ინტერესებშია, რადგან თუ ჩვენ დემოკრატიული და აყვავებული ქვეყანა ვიქნებით, ამით ევროპა იღებს ძლიერ პარტნიორს, რომელსაც შეეძლება დაეხმაროს მას რეგიონში გავლენის განვრცობაში".
ბურჭულაძე კვლავაც არის წარმოდგენილი "დონ კარლოსის" მთავარ როლში, მომავალ წელს ლონდონის სამეფო ოპერის სახლში. მას იმედი აქვს, რომ მისი შემცვლელი კარგადაა მომზადებული, რადგანაც, როგორც ჩანს, ბურჭულაძე პოლიტიკაში დარჩენას აპირებს.
"მე შევაჩერე ჩემი ბრწყინვალე კარიერა ოპერაში. ადამიანები მეუბნებოდნენ არ წავსულიყავი პოლიტიკაში. 'ეს არ არის სუფთა და კარგი ხალხისთვის, ის მხოლოდ ბინძური ადამიანების საქმეა', მეუბნებოდნენ ისინი", განაცხადა ბურჭულაძემ. "მაგრამ მე მინდა ვაკეთო ეს საქართველოს ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის. მე მინდა პოლიტიკა პატიოსანი და კარგი ადამიანებისთვის იყოს".
"25 წლის განმავლობაში, ქართველ ხალხს სურდა მხარდაჭერა და მსახურება ჩვენი მთავრობის, მაგრამ მე მინდა ის საპირისპოთი შევცვალო. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ ისე, რომ მთავრობა ემსახურებოდეს ხალხს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.