სასამართლომ პაატა ბურჭულაძის პარტიის ორი წარმომადგენელი სამართალდამრღვევებად სცნო
27-07-2016, 10:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოძრაობის - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ორი წარმომადგენელი სამართალდამრღვევებად სცნო.

 

 

ამის შესახებ საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

 

„თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ  განიხილა თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორების მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები და სამართალდამრღვევებად სცნო მურაზ ს. და კახაბერ დ.

 

 

სასამართლოს დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის სახით კახაბერ დ.-ს გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო მურაზ ს. -ს შეეფარდა ჯარიმა 600 ლარის ოდენობით.

 

 

წარმოდგენილი შუამდგომლობების თანახმად, თბილისში, თემქის მე-5 კლინიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, მურაზ ს.-მ და კახაბერ დ.-მ შეურაცხყოფა მიაყენეს პატრულ ინსპექტორებს, ხელი შეუშალეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში და არ დაემორჩილნენ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, დაეცვათ წესრიგი, რითიც დაირღვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნები, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

 

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის ვიდეო-მასალისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლივი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მურაზ ს.-სა და კახაბერ დ.-ს მხრიდან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის - სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში“,-ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი