თერჯოლის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის დარბაზში ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, საქართველოს სახალხო არტისტის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის ვაჟა აზარაშვილის საიუბილეო კონცერტი გაიმართა. ამის შესახებ Guardian.ge–ს თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
კონცერტს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოფიო ბუსკივაძე და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"კონცერტი, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა, კომპოზიტორის 80 წლის იუბილეს ეძღვნებოდა და ასევე მონაწილეობდნენ მომღერალი ზურაბ კობეშავიძე, კომპოზიტორის მეუღლე პოეტი მანანა დანგაძე, მსახიობი ვლადიმერ ხელაშვილი და თერჯოლის კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ცეროდენა“. მაესტრომ მსმენელს თავისი ცნობილი ჰიტები და ახალი სიმღერები შესთავაზა.
კონცერტის დასასრულს, კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელს თეიმურაზ ჯაფარიძეს, რომელთანაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და მას საკუთარი სიმღერების DVD დისკი გადასცა.
განუზომლად დიდია ბატონი ვაჟას დამსახურება და წვლილი ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში, მისი შემოქმედება გამორჩეულია ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, ვაჟა აზარაშვილმა შექმნა კლასიკური, საორკესტრო, საბალეტო, საესტრადო მუსიკის პოპულარული ნაწარმოებები, რომლებიც შეიყვარა ყველა თაობის მსმენელმა. 2016 წელს დიდ მაესტროს დაბადებიდან 80 და სასცენო მოღვაწეობიდან 60 წელი შეუსრულდა", - აცხადებენ თერჯოლის მუნიციპალიტეტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.