საქართველოს პრეზიდენტის სიძემ მინდია გოგოჭურმა მთავარი პროკურატურა დატოვა, თუმცა კომეტარი არ გაუკეთებია. მისი პროკურატურაში გამოკითხვა ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. იგი იქ ადვოკატ სოსო ბარათაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებით კი, პოლიციელთა მხრიდან გოგოჭურის მიმართ ადგილი ჰქონდა კანონის უხეშ დარღვევებს.
"2016 წლის 28 ივნისს დაახლოებით 6 საათის განმავლობაში მას შეზღუდული ჰქონდა მიმოსვლის თავისუფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი იყო დაკავებული. დაკავებულ პირს გააჩნია მთელი რიგი უფლებები, მათ შორის ადვოკატის ყოლის უფლება და განმარტება იმის თაობაზე, რომ მას აქვს დუმილის გამოყენების უფლება. შედგენილი უნდა ყოფილიყო დაკავების ოქმი. არც ერთი ეს მოქმედება არ იყო შესრულებული. ეს არის უხეში დარღვევა, რაც, თავის მხრივ, ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ ეს ყველაფერი გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა. სამართალდამცავებმა, რომლებმაც გოგოჭური დააკავეს, კარგად იცოდნენ, რომ ის იყო პრეზიდენტთან ნათესაურ კავშირში. ასევე დაფიქსირდა საკმაოდ აგდებული დამოკიდებულება და კანონის უგულვებელყოფა. როდესაც დაკავებულმა მოითხოვა ადვოკატი, უთხრეს, რომ თავი ევროპაში ხომ არ ეგონა, რაც ამავდროულად არის ძალიან დიდი დარღვევა და იწვევს ბევრ საფუძვლიან ეჭვს“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
მისივე განცხადებით, მთავარ პროკურატურაში გამოძიება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.