საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. რომ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისთვის კომერციული ატაშეების შერჩევის პროცედურები ძალიან მალე დაიწყება.
„კომერციულიო ატაშეები იმუშავებენ კერძო კომპანიების ინტერესების ლობირებაზე, კონტაქტებისა და პარტნიორების მოძიებაზე და კომერციული ურთიერთობების განვითარებას შეუწყობენ ხელს“, - განაცხადა ჯანელიძემ.
მინისტრის თქმით, კომერციული ატაშეები შერჩეულები იქნებიან ეკონომიკის სამინისტროს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად. ამჟამად კი კონკრეტული პროცედურების შემუშავება მიმდინარეობს ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, „რათა ყველა დეტალი იყოს განსაზღვრული, მათი საქმიანობის სფერო კონკრეტულად იყოს ჩამოყალიბებული. ჩვენ მალე დავიწყებთ შერჩევის პორცედურებს, როგორც შესაბამისი ქვეყნების, ასევე პირების“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.