ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ახალი სასწავლო წლიდან განახლებულ სკოლაში 100-ზე მეტი მოსწავლე შეძლებს ზოგადი განათლების მიღებას. ამის შესახებ Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, საგანმანათლებლო დაწესებულების ორსართულიანი შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის. სკოლაში სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად აჭარის განათლების სამინისტრო 490 817 ლარს დახარჯავს.
დღეს სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ადგილზე გაეცნო. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის მიხედვით შეიცვალა შენობის სახურავი და კარ-ფანჯრები, ასევე კაპიტალურად გარემონტდება საკლასო ოთახები და სპორტდარბაზი. შიდასარემონტო სამუშაოების პარალელურად შენობის ფასადისა და ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს, სადაც მინი სასპორტო მოედანი მოეწყობა. სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლის შენობა ახალი ინვენტარით აღიჭურვება.
ქობულეთის გამგებელი დღესვე „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სოფელ კვირიკეში შიდა სასოფლო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნო. მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში კვირიკეში ბეტონის საფარი 42 მიმართულებით 5 690 კვ.მ-ზე მოეწყობა. სამუშაოებს კომპანია „ჯ-ლაინი“ ახორციელებს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით კვირიკეს ადმინისტრაციული ერთეულისთვის 117 629 ლარია გათვალისწინებული.
სულხან ევგენიძემ ქობულეთში ლესელიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მოინახულა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში გზის სავალი ნაწილი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, მოეწყო სანიაღვრე სისტემები და ტროტუარები. ლესელიძის ქუჩაზე გასულ წელს ახალი საკანალიზაციო სისტემა მოეწყო. აღნიშნული ქუჩის სრული რეაბილიტაცია კი მალე დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.