ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მისი თქმით, ჩანს ორი მამაკაცი, რომელთაც საფრანგეთში მღვდელი მოკლეს. ამის შესახებ BBC წერს.
ვიდეოზე გადაღებული ორი მამაკაცი არაბულ ენაზე საუბრობს და იმოწმებს ისლამური სახელმწიფოს ლიდერს აბუ ბაქრ ალ ბაღდადს. ერთ-ერთს უკავია ყუთზე მიკრული ქაღალდის ნაჭერი, რომელზეც ისლამური სახელმწიფოს დროშაა გამოხატული.
86 წლის ფრანგ კათოლიკე მღვდელს სამშაბათს (დაბლა სურათზე), საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში ნორმანდიის გარეუბანში, მის ეკლესიაში წირვის ჩატარების დროს თავდასხმისას ყელი გამოაჭრეს.

ორიდან ერთ-ერთი თავდამსხმელის ვინაობა საფრანგეთის პოლიციამ გამოაქვეყნა. იგი 19 წლის ადელ ქერმიჩია, რომელიც ორჯერ ეცადა სირიაში შეღწევას, რომ შეერთებოდა ისლამურ სახელმწიფოს.
ვიდეო ახალი ამბების სააგენტო "ამაყმა" გამოაქვეყნა, მედიამ, რომელიც ისლამური სახელმწიფოს იარაღია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.