ბელორუსის დედაქალაქ მინსკში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და პეტრო პოროშენკო, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის თაოსნობით, მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდნენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
სამიტიდან ჯერჯერობით მხოლოდ მცირე ინფორმაციამ გამოჟონა. ბიბისის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ვალერი ჩალიმ ფეისბუკზე დაწერა, რომ „ნერვების ბრძოლა“ გრძელდება და მოლაპრაკებები კიდევ რამდენიმე საათი გაგრძელდება.
მინსკის სამიტის მოლაპარაკებები ფოკუსირებულია უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევასა, მძიმე შეიარაღების გაყვანასა და დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.