პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება და ამ მიმართულებით 65 მილიონი დოლარის კანადური და სლოვაკური ინვესტიცია განხორციელდება.
მთავრობის სხდომაზე პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილისგან მოისმინეს.
მისი თქმით, 2017 წელს საქართველო რაგბიში მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატს, ასევე ხელბურთის ჩემპიონატს და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობს და ქვეყანას ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულება აქვს.
„ეს ინვესტიცია, რომელიც განხორციელდება, 130 მილიონზე მეტის, სპორტის განვითარებას, ასევე სპორტული ტურიზმის განვითარების შეუწყობს ხელს, რადგან ძალიან დიდია ინტერესი მეზობელი ქვეყნების მხრიდან, რომ ერთობლივი შეკრებები ჩატარდეს“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე სპორტული ინფრასტრუქტურის, თუ ღონისძიების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ნახევარ მილიარდ ლარზე მეტია დახარჯული. „ამას შესაბამისი შედეგი აქვს, რადგან საქართველო რეგიონული ცენტრი გახდა სპორტული თვალსაზრისით“, - აღნიშნა მინისტრმა.
პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, ვინაიდან მოსახლეობის ჯანმრთელების მდგომარეობის გაუმჯობესებაში დიდ როლს შეიტანს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.