მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე მინისტრთა კაბინეტის სხდომას „რესპუბლიკური პარტიის“ მინისტრები, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი არ ესწრებიან.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, თინა ხიდაშელის მთავრობის სხდომაზე არ დასწრება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მიმდინარე სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორ 2016“-ს უკავშირდება.
ხოლო როგორც პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მთავრობის სხდომაზე მისი მოადგილე იმყოფება.
„ჯერ თანამდებობა არ დამიტოვებია. მოადგილე იმისთვის არსებობს, რომ საჭიროების შემთხვევაში შემენაცვლოს. ეს რუტინული ამბავია”, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.