მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემში ყოფილი ფერმის შენობის ნაცვლად, მოზარდები მალე განახლებულ სპორტსკოლაში ივარჯიშებენ
28-07-2016, 02:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტსკოლის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მულახის თემში (რომელშიც 11 სოფელი შედის და ჯამში 1000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს) სპორტის სხვადასხვა სახეობით 100-ზე მეტი ბავშვია დაკავებული.

 


ერთსართულიანი შენობა, რომელშიც ისინი ვარჯიშობენ (ყოფილი ფერმის შენობა), სრულიად ამორტიზებულია და არ აკმაყოფილებს სპორტსკოლისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. პროექტი ითვალისწინებს: ძველი შენობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტაციას, სავარჯიშო-საცოცი კედლის, აუზისა და საჭიდაო დარბაზის მოწყობას და შენობის საჭირო ინვენტარით აღჭურვას.

 

 

განახლებულ სპორტსკოლაში შესაძლებელი იქნება პროფესიონალური და სამოყვარულო სპორტული ღონისძიებების ჩატარება, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

 


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მულახის თემში ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტსკოლის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი