გიორგი კვირიკაშვილი: იმ საკითხის გამოძიება, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საუბრობს, პროკურატურის პრეროგატივაა
28-07-2016, 02:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი კვირიკაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, გიორგი პაპუაშვილთან გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ მინისტრის პრეს სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ იმ "საკითხის გამოძიება, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საუბრობს, პროკურატურის პრეროგატივაა".

 


"მთავრობის მეთაურმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მოუსმინა და მას მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ საკითხის გამოძიება, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საუბრობს, პროკურატურის პრეროგატივაა; პროკურატურა კი არის დამოუკიდებელი ორგანო. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ინსტიტუციების დისკრედიტაცია დაუშვებელია და ყველა ადამიანმა, თანამდებობის მიუხედავად, ინსტიტუციებს პატივი უნდა სცეს", – ნათქვამია განცხადებაში.

 


საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პრემიერ მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მთავარ პროკურორს შეხვდება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი