საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ამბასადორიალის ფარგლებში ქართველ დიპლომატებს შეხვდება. შეხვედრა 19:00 საათზეა დანიშნული. საუბარი საქართველოს საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებს შეეხება.
"დღის ბოლოს ჩვენ გვექნება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. ბუნებრივია, ვიმსჯელებთ ყველა იმ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის აქტუალური თემაა. რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება პრეზიდენტისგან მოსმენა, თუ რა ფიქრობს დღევანდელ გამოწვევებზე. იქნება საშუალება იმისა, რომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიცვალოს აზრი. ეს საინტერესო ფორმატია, რადგან ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები უშუალოდ პრეზიდენტისგან მოისმენენ ძირითად მიმართულებებზე მის ხედვას. ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვნია, რომ ხელისუფლების ყველა შტოს ჰქონდეს ერთმანთთან ძალიან მჭირდო და კოორდინირებული სამუშაო ფორმატი. საელჩოს ეფექტური საქმიანობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, იცოდნენ მათ, რას ფიქრობენ ძირითად გამოწვევაზე საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები“, - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა.
ქართველი დიპლომატები ანალოგიურ ფორმატში ხვალ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.